გამოყენების წესები და პირობები

ELCO - ონლაინ ვაჭრობის თანამედროვე პლატფორმა


გამოყენების წესები და პირობები
ბოლო განახლების თარიღი : 2020 წლის 16 ნოემბერი

წინამდებარე გამოყენების წესები და პირობები ( შემდგომში ,,წესები და პირობები“) წარმოდგენილია შპს ელკო-ს (შემდგომში Elco) ოფიციალურ ვებ - გვერდზე (დომეინი, www.elcoapp.com ) და მასთან დაკავშირებულ მობილურ აპლიკაციაში (შემდგომში Elco-ს აპლიკაცია).

გთხოვთ, Elco-ს აპლიკაციის სარგებლობამდე ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე „წესები და პირობები“. თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს, გთხოვთ, არ ისარგებლოთ Elco-ს აპლიკაციით. Elco-ს აპლიკაციით სარგებლობით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენზე გავრცელდეს წინამდებარე ,,წესები და პირობები“.


1. ტერმინთა განმარტება

Elco ნიშნავს შპს ელკო.
პარტნიორი“ - ნიშნავს კვების ობიექტის, სავაჭრო ობიექტის ან სხვა მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე „Elco“-თან და რომელიც სთავაზობს თავის პროდუქტებსა და სერვისებს, Elco-ს პლატფორმის საშუალებით.
,,საკურიერო პარტნიორი“ - ნიშნავს საკურიერო მომსახურების კომპანიას, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე Elco-სთან და პარტნიორებთან, რომელიც სთავაზობს პროდუქტების მიტანის სერვისს Elco-ს პლატფორმის საშუალებით.
Elco-ს აპლიკაცია“ ნიშნავს ციფრულ აპლიკაციას, სახელწოდებით Elco, რომელსაც Elco სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „Elco-ს პარტნიორების“ პროდუქტების და მომსახურების შესაკვეთად.
Elco პლატფორმა ნიშნავს ციფრული აპლიკაციების, ვებ პორტალისა და სხვა მოდულების ერთობლიობას, რაც უზრუნველყოფს პარტნიორის პროდუქციის, კომპანიისა და სხვა პარამეტრების მართვას მოხმარებელთან, კურიერთან, კომპანიის ობიექტის მენეჯერთან კომუნიკაციას და სისტემის ზოგად მართვას.
მომხმარებელი“ ან „თქვენ“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც სარგებლობს Elco-ს აპლიკაციით.
პროდუქტები და სერვისები“ - ნიშნავს პროდუქტებსა და სერვისებს, რომელსაც სთავაზობენ პარტნიორი კომპანიები Elco-ს აპლიკაციის მეშვეობით.
,,საკურიერო მომსახურება’’ - ნიშნავს პროდუქტების მიტანის სერვისს, რომელსაც ახორციელებს საკურიერო კომპანია პარტნიორის პროდუქტების მოხმარებელთან მიწოდების მიზნით.
,,მომხმარებლის ანგარიში“ - ნიშნავს მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს შეყვანილ პირადი მონაცემების საფუძლვეზე Elco პლატფორმაში გახსნილ ანგარიშს.
,,ნოტიფიკაციები“ - ნიშნავს მობილურში ნოტიფიკაციების დაგზავნის ფუნქციას, რომლის ჩართვა/გამორთვა მომხმარებელს შეუძლია მობილურის პარამეტრებიდან Elco-ს აპლიკაციისთვის.


2. რეკვიზიტები

კომპანიის დასახელება: შპს ელკო
საიდენტიფიკაციო კოდი: 404406004
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას მე-2 შეს N2
ელ.ფოსტა: contact@elcoapp.com


3. პლატფორმის შესახებ

Elco პლატფორმა წარმოადგენს ელექტრონული კომერციის პლატფორმას, რომელიც აკავშირებს პროდუქტებისა და სერვისების მომწოდებელ კომპანიებს მოხმარებლებთან.
Elco აპლიკაციის დახმარებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს განახორციელოს საკვები პროდუქტის ან საქონლის შეკვეთა სხვადასხვა პარტნიორი კომპანიისგან. Elco აპლიკაციაში მხარდაჭერილია შეკვეთის მიწოდების სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის წაღება (Take Away) და მიტანა (Delivery). თუ კომპანიას არ აქვს საკუთარი მიტანის სერვისი, მიწოდების უზრუნველყოფა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრირებული სხვა საკურიურო პარტნიორის დახმარებით. Elco პლატფორმა მოიცავს ლოიალობის ბარათების მართვას, რომლის დახმარებით კონკრეტულ პარტნიორ კომპანიაში მას უგროვდება ქულები ან გადაეცემა ფასდაკლების ბარათი.


4. მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია

Elco აპლიკაციის გამოყენება შეუძლია მხოლოდ სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს. რეგისტრაციის დროს მომხმარებელი უთითებს სავალდებულო ველებს, როგორიცაა მობილური ტელეფონის ნომერი, სახელი, ელ.ფოსტა, პაროლი. მომხმარებლის ვერიფიკაცია ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომრის დახმარებით. რეგისტრაციის არასავალდებულო ველებია სქესი და დაბადების თარიღი.
შეკვეთის შესასრულებლად აუცილებელია მოქმედი საგადახდო ბარათის დამატება.
Elco არ ინახავს თქვენი გადახდის დოკუმენტის შესახებ ინფორმაციას, რადგან ამას ახორციელებს მესამე პირი – გადახდის მომსახურების პროვაიდერი, რომელსაც იყენებს Elco. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ გადაიხდით ყველა იმ შესყიდვის საფასურს, რომელიც Elco-ს აპლიკაციით სარგებლობისთვის დაგეკისრათ. თქვენ უნდა განაახლოთ საგადახდო ბარათისა და გადახდასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, რომელიც ატვირთეთ თქვენს მომხმარებლის ანგარიშში.
მიტანის სახის შეკვეთის შესასრულებლად აუცილებელია მიტანის მისამართის მითითება. ყველა ზემოთ აღნიშნული ველი ინახება მომხმარებლის პირად ანგარიშზე.
თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ უზრუნველყოფთ თქვენს ანგარიშში მითითებული ინფორმაციის სიზუსტეს და სისრულეს. Elco-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ Elco-ს კონფიდენციალურობის დოკუმენტი.
მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მომხმარებლის ანგარიში. თუ გსურთ ანგარიშის წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ზემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
თუ არსებობს ეჭვი, რომ არაუფლებამოსილმა პირმა გაიგო მომხმარებლის ანგარიშის რეკვიზიტები ან აქვს წვდომა მომხმარებლის ანგარიშზე, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ Elco-ს. მომხმარებელი პასუხისმგებელია Elco-s აპლიკაციის ნებისმიერი სახით გამოყენებისთვის და ნებისმიერი ქმედებისთვის, რომელიც განხორციელდება მომხმარებლის ანგარიშიდან.


5. შეკვეთის პროცესის აღწერა

Elco აპლიკაციის სრულად გამოყენების მიზნით, მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ვერიფიკაცია.
ამის შემდეგ მას შეუძლია Elco აპლიკაციაში აირჩიოს სასურველი პარტნიორი კომპანია და მიუთითოს შეკვეთის მიწოდების სახეობა.
ყველა სახის შეკვეთის განსახორციელებლად აუცილებელია Elco-ს აპლიკაციის კატეგორიაში „საგადახდო ბარათები“ ვალიდური საგადახდო ბარათის დამატება.
მიტანის სახეობის მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებელია Elco-ს აპლიკაციის კატეგორიაში „ჩემი მისამართები“ მიწოდების მისამართის მითითება.
არჩეული პროდუქტების ან სერვისების საფუძველზე, მომხმარებელს საშუალება აქვს დაასრულოს შეკვეთის გაფორმება გადახდით.
გადახდისას, მომხმარებელს ავტომატურად ჩამოეჭრება თანხა მითითებული საგადახდო ბარათიდან პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ.
შეკვეთის პროცესინგის სტატუსებს მომხმარებელი ღებულობს ნოტიფიკაციების საშუალებით.
მომხმარებელს უფლება აქვს დაუკავშირდეს პარტნიორ კომპანიას ან/და კურიერს შეკვეთის სტატუსის ან დეტალების დასაზუსტებლად.
დასრულებისას მომხმარებელს საშუალება აქვს შეაფასოს პროდუქტის ან/და სერვისის ხარისხი


6. ანგარიშსწორება

თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შეკვეთის დასრულებისთანავე, Elco-ს აპლიკაციაში, გადახდის ღილაკზე დაჭერისას, Elco განახორციელებს თქვენს მიერ მითითებულ საგადახდო ბარათიდან შეკვეთაში მითითებული ჯამური თანხის ჩამოჭრას. ჩამოჭრილი თანხა აისახება არა Elco-ს საბანკო ანგარიშზე, არამედ იმ პარტნიორი კომპანიის ანგარიშზე, რომელთანაც მომხმარებელი ახორციელებს პროდუქტების ან სერვისების შეკვეთას.


7. შეკვეთის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება

თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია მომხმარებლის მიერ, თუ შეკვეთის დამზადება ჯერ არის დაწყებული და მომხმარებელი განახორციელებს შეკვეთის გაუქმების ოპერაციას. იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორმა კომპანიამ უკვე დაიწყო შეკვეთის მომზადება, შეკვეთის გაუქმება და შესაბამისად თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია.
თანხის უკან დაბრუნება ხორციელდება პარტნიორი კომპანიის საბანკო ანგარიშიდან მომხმარებლის იმ საგადახდო ბარათზე, საიდანაც განხორციელდა გადახდა.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თანხის უკან დაბრუნება პარტნიორი კომპანიისგან მასთან კომუნიკაციის დამყარებით.
თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ Elco არ არის პასუხისმგებელი პარტნიორი კომპანიის მიერ მოწოდებული პროდუქტის ან სერვისის ხარისზე და შესაბამისად Elco არ არის უფლებამოსილი თანხის დაბრუნებაზე.


8. შეკვეთის მომზადება და მიწოდება

როდესაც პარტნიორი კომპანია Elco პლატფორმის დახმარებით მიიღებს მომხარებლისგან შეკვეთას, იგი იწყებს მის დამზადებას მოხმარებლის მიერ მითითებული დროისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი ვერ ასწრებს შეკვეთის მომზადებას ან/და მიწოდებას მომხმარებლის მიერ მითითებული დროისთვის, პარტნიორს უფლება აქვს დააზუსტოს დრო. თუ მომხმარებლისთვის დაზუსტებული დრო არ არის მისაღები, მას უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა, რის შედეგადაც მას უკან დაუბრუნდება შეკვეთაში გადახდილი თანხა.
მომხმარებლის შეკვეთის მიწოდებას ახორციელებს პარტნიორი კომპანია, ან საკურიერო პარტნიორი კომპანია. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას არ გააჩნია საკუთარი მიტანის სერვისი, პარტნიორი აწვდის მომხმარებელს შეკვეთას საკურიერო პარტნიორი კომპანიის დახმარებით.
Elco პლატფორმის დახმარებით, ინფორმაცია შეკვეთის შესახებ აისახება პარტნიორი კომპანიის ან/და საკურიერო კომპანიის მართვის მოდულებში.
თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ Elco არ ახორციელებს მიწოდების სერვისს, შესაბამისად Elco არ არის პასუხისმგებელი შეკვეთის მიწოდების ხარისხზე. მიწოდების ხარისხზე სრულად არიან პასუხისმგებელნი პარტნიორი და საკურიერო პარტნიორი კომპანიები.
მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ შეკვეთისა და მიწოდების ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე, იგი კომუნიკაციას დაამყარებს პარტნიორ კომპანიასთან Elco-ს აპლიკაციის დახმარებით.
შეკვეთის მიტანის სერვისის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა შეეძლოს ზარების მიღება იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მომხმარებელმა მიუთითა Elco-ს აპლიკაციაში ანგარიშის რეგისტრაციისას. თუ მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ვერ მოხდება დაკავშირება და ამ მიზეზით ვერ განხორციელდება შეკვეთის მიწოდება, მიწოდება შეიძლება გაუქმდეს პარტნიორის მიერ და მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს შეკვეთის სრული ღირებულების გადახდა პარტნიორის მიერ.
მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს, რომ შეკვეთის მიწოდება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად (მიწოდების სტანდარტული მეთოდი) ან წინასწარ შეუკვეთოს და მიუთითოს მიწოდების კონკრეტული დრო.
შეკვეთის მიტანის სერვისის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა იმყოფებოდეს შეკვეთაში მითითებულ მიწოდების მისამართზე შეკვეთაში მითითებული დროიდან იმ დრომდე, სანამ შეკვეთაში მითითებულ პროდუქციას ჩაიბარებს. თუ მომხმარებელი არ იმყოფება მის მიერ მითითებულ ადგილზე შეკვეთილი პროდუქტების მიწოდებიდან ხუთი წუთის განმავლობაში და მომხმარებელთან დაკავშირება ვერ ხერხდება მიმწოდებელი კურიერის მიერ დაკავშირების ორი მცდელობის შემდეგ, მიწოდება შეიძლება გაუქმდეს პარტნიორის მიერ და მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს შეკვეთის სრული ღირებულების გადახდა.
თუ მომხმარებელს არ შეუკვეთავს შეკვეთაში მითითებული პარტნიორის პროდუქტების მიწოდება, არამედ უნდა მათი წაღება (Take Away/Curbside Pickup) ან ადგილზე მირთმევა პარტნიორის სავაჭრო პუნქტში, რომელიც შეკვეთაში მიუთითა მომხმარებელმა, მომხმარებელი მიიღებს ცალკე ელექტრონულ დასტურს Elco აპლიკაციაში, როდესაც პროდუქცია მზად იქნება წასაღებად.
პარტნიორმა უნდა შეინახოს შეკვეთილი პროდუქტი 60 წუთის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პარტნიორმა შეატყობინა მომხმარებელს, რომ შეკვეთა წასაღებად მზადაა. თუმცა, ეს ვალდებულება შეზღუდულია კონკრეტული პარტნიორის სავაჭრო პუნქტის სამუშაო საათებით და შეკვეთა წაღებული უნდა იქნას პარტნიორის სავაჭრო პუნქტის დახურვამდე.
თუ მომხმარებელმა აირჩია, რომ შეკვეთით გათვალისწინებული პროდუქცია მოიხმაროს პარტნიორის სავაჭრო პუნქტში (Dine In), მომხმარებელი მიიღებს ცალკე ელექტრონულ დასტურს Elco აპლიკაციაში იმ მოსალოდნელი დროის შესახებ, როცა პროდუქტები მზად უნდა იყოს პარტნიორის სავაჭრო პუნქტში.
მიწოდების, წაღების ან ნებისმიერი სხვა დრო, რომელიც ეცნობება მომხმარებელს პარტნიორის ან Elco-ს მიერ Elco აპლიკაციის საშუალებით არის მხოლოდ სავარაუდო დრო. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ შეკვეთა მიწოდებული იქნება ან წასაღებად ან მომხმარებლისთვის მზად იქნება განსაზღვრულ დროს. პროდუქტის მიწოდების დროზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საგზაო საცობი, პიკის საათი და ამინდი.


9. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

Elco პლატფორმის და მასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება და შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე ყველა ნაწილი და ასლი უნდა იყოს მხოლოდ Elco-ს ან/და მისი ქვეკონტრაქტორების/ლიცენზიანტების ექსკლუზიური საკუთრება. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებები“ გულისხმობს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, პატენტებს, სასარგებლო მოდელებს, დიზაინზე უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს, სავაჭრო სახელწოდებას, სავაჭრო საიდუმლოებას, „ნოუ ჰაუს“ და რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ნებისმიერ სხვა ფორმას.
წინამდებარე „წესები და პირობები“ არ ანიჭებს მომხმარებელს რაიმე სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს Elco პლატფორმაზე და ყველა უფლებას, რომელიც პირდაპირ არაა მითითებული ამ დოკუმენტში, ინარჩუნებს Elco და მისი ქვეკონტრაქტორები/ლიცენზიანტები.


10. ნოტიფიკაციების გაგზავნა

მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მას გაეგზავნოს აპლიკაციის ნოტიფიკაციები. ნოტიფიკაციები შეიძლება იყოს:
ა) შეკვეთის სტატუსთან დაკავშირებით
ბ) სისტემური ცვლილების, განახლების ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით
გ) ინფორმაცია პარტნიორი კომპანიის მიერ გამოცხადებული აქციის შესახებ, რომელიც შეეხება Elco აპლიკაციაში მის მიერ წარმოდგენილ პროდუქტებსა და სერვისებს.
დ) ინფორმაცია ახალი დამატებული პარტნიორი კომპანიის შესახებ
ე) ინფორმაცია Elco აპლიკაციაში ფუნქციის დამატების ან ცვლილების შესახებ
ვ) ინფორმაცია „გამოყენების წესების და პირობები“-ს და კონფიდენციალობის დოკუმენტებში ცვლილების შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გათიშავს თავის მობილურში Elco-ს აპლიკაციის ნოტიფიკაციების მიღების ფუნქციას, იგი ვერ მიიღებს ზემოთ ჩამოთვლილ ნოტიფიკაციებს.


11. დამატებითი დებულებები

Elco-ს აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც არიან 18 ან მეტი წლის.
მომხმარებელმა უნდა დაიცვას ყველა შესაბამისი წესი და რეგულაცია, როდესაც ის სარგებლობს Elco-ს აპლიკაციით, მათ შორის, ალკოჰოლისა და თამბაქოს შეძენის დროს. მომხმარებელს შესაძლოა უარი ეთქვას ალკოჰოლური სასმელების მიწოდებაზე იმ შეთხვევაში, თუ ის ვერ შეძლებს წარუდგინოს შეკვეთის მიმწოდებელ კურიერს პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მომხმარებელი არის მინიმუმ 18 წლის.
Elco-მ შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს ან ამოიღოს წინამდებარე დოკუმენტის სხვადასხვა ნაწილი, მათ შორის ფუნქციები, პროდუქცია და პარტნიორები, რომლებიც ხელმისაწვდომია Elco-ს აპლიკაციაში.
Elco-ს აპლიკაციით სარგებლობისას მომხმარებელი შეიძლება წააწყდეს შინაარსს ან ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს არასწორი, არასრული, მოძველებული, შეცდომაში შემყვანი, არალეგალური, დამამცირებელი ან სხვაგვარად საზიანო. Elco, ზოგადად, არ ამოწმებს პარტნიორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. Elco არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების (მათ შორის „პარტნიორები“-ს) ინფორმაციისთვის ან ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი გამოყენებით ან მასზე დაყრდნობით.
„მომხმარებელი“ ვალდებულია:
ა) არ გამოიყენოს ან არ ეცადოს გამოიყენოს სხვა პირის Elco-ს ანგარიში;
ბ) არ გამოიყენოს სხვა პირის გადახდის ბარათები Elco-ს აპლიკაციით სარგებლობისას, იმ პირის თანხმობის გარეშე;
გ) არ განახორციელოს Elco აპლიკაციის დეკომპილაცია, დაშლა, გაშიფვრა ან სხვაგვარად არ ეცადოს, რომ მოიპოვოს Elco-ს ან მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიის, ან მისი ნებისმიერი ნაწილის საწყისი კოდი;
დ) არ გამოიყენოს ბოტები ან სხვა ავტომატიზებული საშუალებები Elco აპლიკაციის სარგებლობისთვის;
ე) არ შექმნას Elco-ს ანგარიში ყალბი მონაცემების ან სხვა პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით;
ვ) არ შევიდეს Elco-ს პლატფორმის რომელიმე მოდულში სხვა საშუალებით გარდა იმ ინტერფეისებისა, რომელიც უზრუნველყოფილია Elco-ს მიერ, როგორებიცაა „Elco-ს აპლიკაცია“ და „Elco-ს ვებ–გვერდი“.
ზ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოპოვების სისტემის გამოყენება, ინფორმაციის ამომღები პროგრამული უზრუნველყოფა, ავტომატური პროცესი და/ან მოწყობილობა, განკუთვნილი Elco პლატფორმის ნებისმიერი ნაწილის გადაშლის, მოპოვების, გამრავლების და/ან მონიტორინგისთვის.
Elco უფლებამოსილია დაუყოვნებლივ გათიშოს მომხმარებელის წვდომა Elco აპლიკაციასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ბოროტად იყენებს Elco-ს აპლიკაციას ან ზიანს აყენებს Elco-ს ან პარტნიორს ან/და Elco-ს აქვს გონივრული ეჭვი, რომ მომხმარებლის მხრიდან ადგილი აქვს თაღლითობას Elco აპლიკაციით სარგებლობისას;
Elco უფლებამოსილია წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული თავისი ყველა ან/და ნებისმიერი უფლება ან ვალდებულება სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს შვილობილ ან სხვა კომპანიას ან უფლებამონაცვლეს ან მისი Elco-ს დაკავშირებული ბიზნეს აქტივების შემძენს ან შემსყიდველს მომხმარებლის წინასწარი თანხმობის გარეშე.


12. მოქმედების ვადა და შეწყვეტა

წინამდებარე გამოყენების წესები და პირობები ძალაშია, როგორც მავალდებულებელი ძალის მქონე ხელშეკრულება Elco-სა და მომხმარებელს შორის შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებამდე, სანამ მომხმარებელი სარგებლობს Elco-ს აპლიკაციით.
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს Elco-ს აპლიკაციით სარგებლობა. Elco-ს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს Elco-ს აპლიკაციის მიწოდება დროებით ან სამუდამოდ.


13. ცვლილებები

წინამდებარე გამოყენების წესებისა და პირობების დოკუმენტში ცვლილებები შესაძლოა პერიოდულად განახლდეს ან შეიცვალოს. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება Elco-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და Elco-ს აპლიკაციაში. განსაკუთრებული მნიშვენლობის მქონე ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ნოტიფიკაციების ან/და ელ ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით.


14. დავების გადაწყვეტა

დავის არსებობის შემთხვევაში, ორივე მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში მხარეები ვერ შეძლებენ სადავო საკითხებზე შეთანხმებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.