ჩვენს შესახებ

ELCO - ონლაინ ვაჭრობის თანამედროვე პლატფორმა

ELCO 2020 წელს დაფუძნდა ქართულ ბაზარზე. იგი წარმოადგენს FINA-ს შვილობილ კომპანიას, რომელიც 10 წელზე მეტია ქართული ბიზნესის გვერდითაა და პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით უკვე 3500+ კომპანიას ემსახურება. ELCO-ც, სწორედ, ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის იდეითაა შთაგონებული.

თანამედროვე სამყაროში, ბიზნესისთვის ელექტრონული კომერცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ELCO, ზუსტად, ამ პროცესების ხელშეწყობას ემსახურება. კომპანიებს ბაზარზე უკონკურენტო პირობებს ვთავაზობთ, რაც მათ დაეხმარება განავითარონ ბიზნესი და მნიშვნელოვნად გაზარდონ ონლაინ გაყიდვებიდან მიღებული სარგებელი.

რაც მთავარია, ვთანამშრომლობთ ბიზნესის ყველა მიმართულებასთან-სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები, რესტორნები, მაღაზიები და აფთიაქები.