შესაძლებლობები

ELCO - ონლაინ ვაჭრობის თანამედროვე პლატფორმა

შეკვეთის მიტანის პროცესის ავტომატიზაცია


შეკვეთის მიტანის ავტომატიზაცია. ადგილმდებარეობა, შეკვეთა, მიწოდება, შოპინგი, პროდუქტი, კურიერი

მართეთ შემოსული შეკვეთები და დაგეგმეთ შეკვეთის დამზადება/შეგროვება. გადაეცით დამზადებული შეკვეთა კურიერს და აკონტროლეთ მიწოდების პროცესი. ყველაფერი ეს შესაძლებელია კურიერის და მენეჯერის აპლიკაციების დახმარებით, რომელიც უზრუნველყოფს შეკვეთის დამზადებისა და მიწოდების ეფექტურობასა და ხარისხს.

მიწოდების სხვადასხვა შესაძლებლობა


მიწოდების სხვადასხვა შესაძლებლობა. წინასწარი შეკვეთა, შოპინგი, აპლიკაცია

მომხმარებლის აპლიკაცია სხვადასხვა სახის მიწოდების არჩევის საშუალებას იძლევა, როგორციაა Take Away (წინასარი შეკვეთა და ადგილიდან გატანა), Curbside Pickup (წინასწარ შეკვეთა და ადგილზე მისვლისას, ოპერატორის მიერ შეკვეთის გადაცემა) Dine In (წინასწარ შეკვეთა და ადგილზე მირთმევა), Delivery (შეკვეთის მომხმარებლამდე მიწოდება).

დაჯავშნე და შეუკვეთე


შოპინგი მიტანა შეკვეთა მენიუ

თუ ფლობთ კვების ობიექტებს, მიეცით თქვენს მომხმარებლებს საშუალება დაჯავშნოს მაგიდა და წინასწარ მიუთითოს შეკვეთა ავტომატური თანხის გადახდით.
მენეჯერის პლანშეტის სპეციალური აპლიკაციის დახმარებით, შესაძლებელია ჯავშნების დადასტურება და ტელეფონით მიღებული ჯავშნების ელექტრონული აღრიცხვა, თავისუფალი მაგიდების დათვალიერება და კონტროლი.

დაგროვების ბარათები


ელექტრონული დაგროვების ბარათი გაამარტივებს ყიდვის პროცესს. გადაეცით თქვენს ლოიალურ მომხმარებელს დაგროვების ბარათი, მიეცით საშუალება რომ დააგროვოს ქულები და დახარჯოს ისევ თქვენთან.

ფასდაკლების ბარათები


ელექტრონული ფასდაკლების ბარათი დაგეხმარებათ გაახაროთ თქვენი მუდმივი ან/და მოიზიდოთ მეტი ახალი მომხმარებელი.

ცხელი შეთავაზებები


შეთავაზეთ თქვენს ლოიალურ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის აქციები. ეს არის მათთან საკომუნიკაციო საუკეთესო საშუალება. შეთავაზეთ ფასდაკლება გარკვეული თანხის შეკვეთის ან დახარჯვის შემთხვევაში.

მენიუს მართვა


ისარგებლეთ შეფუთვის ავტომატური შეთავაზებით, შეთავაზეთ კომბო მენიუები და მიეცით საშუალება თქვენს მომხმარებელს ჩართოს, ან ამორთოს კერძის რომელიმე ინგრედიენტი შეკვეთაში.

"ჩატი" მომხმარებელთან


ინტეგრირებული "ჩატის" ფუნქციონალი საშუალებას მოგცემთ გქონდეთ პირდაპირი, მუდმივი კონტაქტი თქვენს მომხმარებელთან, უზრუნველყოთ მომსახურების მაღალი დონე და სწრაფად უპასუხოთ მათ მოთხოვნებს, ეს გაზრდის მომხმარებლების კმაყოფილებას თქვენი კომპანიის მიმართ.

რეპორტები და ანალიტიკა


დააკვირდით შემოსული შეკვეთების სტატისტიკას, გაანალიზეთ შედეგები და მართეთ თქვენი ბიზნესის ეფექტურად.